გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: მახსოვს 27 ელჩის დემარში, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ მოხდა სასწაული, ის დემენციით დაავადებული პირველი პაციენტია, რომელიც განიკურნა

22-07-2025

მე მახსოვს არა 17, არამედ 27 ელჩის დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ ვნახეთ, მოხდა სასწაული, პირველი პაციენტია დემენციით დაავადებული, რომელიც განიკურნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს ფასი აღარ აქვს.


„27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან. ეს იქნებოდა ანეგდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე. რეალურად 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ამ კონკრეტული საბაბით. 17-ს კიდევ არაუშავს 27-დან შედარებით. ეს არის კონტექსტი. ფასი აღარ აქვს უკვე არაფერს. 17 კი არა, 27 ქვეყნის წარმომადგენელი რაღაცას რომ ამბობს, შეიძლება, ეს იყოს სრული ტყუილი, თან შეგნებული ტყუილი. ყველამ იცოდა, რომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ რეალურად 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის - ელჩის დემარში ვიხილეთ ჩვენ საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.