გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ

23-07-2025

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი კონფიგურაციით, „ქართული ოცნება" მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს


„ჩვენ ველოდებით უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე გვქონდა წინა არჩევნებზე. მაშინ ქვეყანაში ავიღეთ 54,5% და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობით მინიმუმ 2%-ით მეტის აღება შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გაზრდა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციას ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64-ვე მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი კონფიგურაციით, მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თქმის საშუალებას", - განაცხადა პრემიერმა.