გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაიკ ბენცი: USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად; ის ასევე აფინანსებს „დიფ სტეიტის“ მოკავშირე მედიას

11-08-2025

ამ კვირაში აღმოვაჩინე ამერიკის ფედერალური მთავრობის დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ ატრენინგებდნენ „ენჯეოებს“ ქუჩის ამბოხებების მოწყობაში, რასაც აისენი პოლიტიკური გავლენისთვის იყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა მაიკ ბენცმა განაცხადა.


მან ისაუბრა ნორმ აისენის 2025 წლის სახელმძღვანელოზე, რომელშიც ავტორი 7 ძირითად საყრდენს აღწერს, მათ შორის, ბენცის განცხადებით, არის „არჩევნებზე კონტროლი, სასამართლოების კონტროლი, კორუფციასთან ბრძოლა, სამოქალაქო და მედია სივრცის გაძლიერება“.


„მისთვის [აისენისთვის] USAID-ი ფარული ფონდი იყო ქუჩის ამბოხების მოსაწყობად. USAID-ი არის ძალა, რომელიც აფინანსებს „დიფ სთეითის“ მოკავშირე მედიას. ერთია სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ხოლო როდესაც მთავარ გზატკეცილებს გადაკეტავ, სატრანსპორტო ხაზებს დაბლოკავ და ადგილობრივ ეკონომიკას გააჩერებ, ეს შიდა ტერორიზმია“, - აღნიშნა მაიკ ბენცმა.