გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 85 ფაქტი გამოავლინეს

13-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 41 ერთეულია.


ყველაზე მეტი - 21 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 10, მცხეთა-მთიანეთშიც - 10, გურიაში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 6, 4 სამართალდარღვევა კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში გამოავლინეს.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 749,943.20  ლარია.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა  და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტური გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.