გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: 2024 წელს გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა

13-08-2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ სანდო ცნობები, მათ შორის, გამოხატვის შეზღუდვის მიზნით, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო კანონების აღსრულება ან მათი გამოყენების მუქარა და ასევე, ანტისემიტიზმით მოტივირებული დანაშაულები, ძალადობა ან ძალადობის მუქარა.


ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ზოგჯერ სანდო ნაბიჯებს დგამდა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირების გამოსავლენად და დასასჯელად, მაგრამ, ასეთი დარღვევებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა არათანმიმდევრული იყო.