გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული ტანვარჯიშის სპორტული კომპლექსი გაიხსნა

22-11-2018

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული ტანვარჯიშის სპორტული კომპლექსი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.


მათივე ინფორმაციით, ახალი დარბაზის გახსნის ცერემონიაზე რუსთავში ტანვარჯიშის სახეობებით დაკავებულმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სტუმრებს საჩვენებითი გამოსვლები შესთავაზეს.


„დღეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ტანვარჯიშით დაკავებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იმდენად, რამდენადაც სპორტის ამ სახეობით დაკავებული ბავშვების რაოდენობა რუსთავში ძალიან ბევრია და ეს სპორტული კომპლექსი მოემსახურება სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ტანვარჯიშში ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს და მშობლებს ვთხოვ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ და მოიყვანონ ბავშვები ამ სპორტულ კომპლექსში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.


„რუსთავის #25-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტანვარჯიშის დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით, გარემონტდა სველი წერტილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ტენდექსმა’’ შეასრულა, სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 85 000 ათასი ლარია. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სპორტული ინვენტარით კი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერიაციამ უზრუნველყო“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ipn.ge