ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
აჭარის ორი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას დისტანციურად შეისწავლიან

22-11-2018

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი სოფლის მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლება დაინერგება.

 

„აჭარის ორი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას დისტანციურად შეისწავლიან,“ - გამაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. სატესტო გაკვეთილს მოსწავლეებს „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლები ჩაუტარებენ.

 

კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ცენტრი მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში ვერ უზრუნველყოფდა კონსულტანტ-მასწავლებლების გაგზავნას, შესაბამისად არ ხდებოდა მოსწავლეთა შეფასება.

 

ინგლისური ენის დისტანციური სწავლება საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. სამომავლოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენება სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებითაც იგეგმება.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქვეპროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ახორციელებს.

 

2018-2019 სასწავლო წლისთვის ქვეპროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 185 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული.