კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლანჩხუთის საკრებულოს წარმომადგენლებმა სოფ. ქვიშიანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა დაათვალიერეს

12-12-2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ნანაძემ, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გვარჯალაძემ და ღრმაღელის მაჟოპრიტარმა კახა თედორაძემ სოფელ ქვიშიანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა დაათვალიერეს.

აღნიშნული გზა სოფელს საყანე ფართობებთან, საძოვართან და სასაფლაოსთან აკავშირებს.

როგორც კახა თევდორაძემ აღნიშნა, არსებული პრობლემის შესახებ მერიის შესაბამის სამსახურსაც ეცნობა.

საკრებულოს წევრებმა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე საბავშვო ბაღის შენობა მოინახულეს. ბაღს სახურავი აქვს დაზიანებული და შეკეთებას საჭიროებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,სკოლადელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორმა, დავით წულაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შენობის ინფტასტრუქტურის მოწესრიგება.