გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

2-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს საქართველოში აზერბაიჯანსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო BP-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ BP ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და მნიშვნელოვანი სარგებელს მოაქვს საქართველოსთვის, მათ შორის, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით და საზოგადოებრივ სფეროში საინვესტიციო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით.


შეხვედრაზე განიხილეს BP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას.


ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) როლი, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირი შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს მიეწოდება.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, ასევე BP-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის შემდგომი განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს.


შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.