გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქედაში ოთხ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა

23-11-2018

ორდღიანი წვიმისა და უამინდობის გამო, ქედის მუნიციპალიტეტში ოთხ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც შიდა სასოფლო გზები ჩაიკეტა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.


სოფელ ზვარეში მცხოვრები 34 ოჯახი საავტომობილო გზით სავარაუდოდ, ხვალიდან ისარგებლებს, რადგან გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დასრულდება. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. 


რაც შეეხება სოფლებს გუნდაურს, მერისსა და ვაიოს, აღნიშნული მონაკვეთებბზე მცირე მეწყრული კერები იყო და უკვე გაიწმინდა და მოძრაობა განახლდა.


imedinews.ge