გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საგარეჯოში, გურამიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23-11-2018

ქალაქ საგარეჯოში, გურამიშვილის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ ადგილზე მოინახულეს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათ მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 227 650 ლარს შეადგენს.


პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 815 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. მოასფალტების სამუშაოებს შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.


ipn.ge