გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნათია მეზვრიშვილი ონში მომხდარ შემთხვევაზე: ჩვენ დაცვის პოლიციელს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე პროკურატურას გადავეცით

24-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ონში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაჭრის ფაქტზეც ისაუბრა.


„რაც შეეხება ონის ინციდენტს, მოგეხსენებათ, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს მოხდა ბრალდებული პირის დაკავება. მას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, ამ ეტაპზე ექსპერტიზებია დანიშნული და როგორც კი იქნება შედეგები საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ. რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნდა, რადგან დაცვის პოლიციის თანამშრომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჩვენ ამ ადამიანს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადავეცით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.