26-11-2018
"ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ყოფილმა მხარდამჭერებმა წყალტუბოში განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, პირველ ტურში მხარი გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს დაუჭირეს, თუმცა მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს აღარ უჭერენ.
ნაციონალების მხარდამჭერების განცხადებით, პარტიის ლიდერებმა მათი ძალადობრივი წარსულის გამო სინანული აქამდე არ გამოუთქვამთ და ამიტომ ემიჯნებიან.
ევროპული საქართველოს მხარდამჭერების თქმით კი ისინი არ ეთანხმებიან არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიის ლიდერების განცხადებას გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, ორივე პარტიის აქტივის ნაწილი პოლიტიკურ არჩევანს იცვლის და დღეიდან მხარს "ქართულ ოცნებას" და მმართველი გუნდის დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.
ახალგაზრდები მოუწოდებენ საკუთარ თანატოლებს თავადაც ეს გადაწყვეტილება მიიღონ.