12-12-2017
გუშინ, დაჭრის ფაქტი მოხდა ოზურგეთში.
ბესიკის ქუჩაზე 31 წლის ი. გუდავაძე ცივი იარაღით დაჭრეს. გახდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი ე.წ ქუჩური გარჩევა, ჩვენთვის ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ის გუშინ გადაიყვანეს ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში.
როგორც ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები, საქმე აღძრულია სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: "გურიის მოამბე"