გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა

26-11-2018

ასპინძაში, ვანის ქვაბებში სატრაპეზოსთვის კედელი კულტურული მემკვიდრეობისდაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით ამოაშენეს.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ მშენებლობის ნებართვა 2012 წლის აპრილში სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს გაიცა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო სამუშაოები კი შპს „არქიტექსმა“ შეასრულა. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბებში სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები დაასრულა, იღუმენმა მათე ვაშაყმაძემ აქ მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა ჩასვა. როგორც თავად იღუმენი ამბობს, ამისთვის მას ნებართვა არ აუღია.

 

„იმ ადგილში, სადაც ახლა სატრაპეზოა, დიდი რაოდენობით წყალი გროვდებოდა და ქვაბული ინესტებოდა. ამიტომ დაგვეთანხმნენ და განახორციელეს. მაშინ ძეგლზე მოაჯირებიც გააკეთეს. კედლის ამოშენების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მასალა [მეტალოპლასტმასის კარე–ფანჯარა] ჩაგვესვა. აქ ძალიან სველი და ნესტიანი ადგილია. ხის მასალა ადვილად ფორმირებადია, იჟღინთება, მერე აღარც იღება და აღაც იკეტება“, – ასე განმარტა მიღებული გადაწყვეტილება იღუმენმა.


sknews.ge