პარასკევი, მაისი 02, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ხარაგაულის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა

26-11-2018

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ახალი ფრაქცია შეიქმნა. ახალი ფრაქცია დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძემ და დავით მაღლაფერიძემ შექმნეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალი ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა განუცხადა, ის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს საკრებულოს წინაშე აქტიურად დააყენებს.


აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა.


„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცალ-ცალკე არასდროს ყოფილან და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან“ ვარლამ ჭიპაშვილმა.


ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.


ipn.ge