გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარდაბანში, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სცემეს

27-11-2018

გარდაბანში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ვალერი მუხიგულაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

როგორც დაზარალებული აცხადებს, მათ შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრის, ვალერის მუხიგულაშვილის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ შტაბთან იმყოფებოდა, რა დროსაც ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები შეამჩნია. ის დაინტერესდა თუ ვინ იყვნენ ისინი და მათთან მივიდა. აქტივისტებმა მას კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ისინი აგრესიულად უპასუხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„ერთ-ერთმა აზერბაიჯანულად შემაგინა. რა თქმა უნდა მეც შევაგინე ქართულად. ამ დროს ამათ გააღეს კარი, შემოვარდა ერთი ბიჭი ხელებს იქნევდა, მაგრამ მე დავიჭირე და ვერ მწვდებოდა. მერე 3-4 ბიჭი შემოყვა და რაც შეეძლოთ მუშტებს მირტამდნენ,“ - განუცხადა ვალერი მუხიგუანაშვილმა. 

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.