გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დმანისში ამომრჩეველი სცემეს

28-11-2018

ამომრჩეველი სცემეს დმანისში - ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას შემდეგ იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, რაც მან არ დაასახელა ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა.


დაზარალებული არის სამხედრო და თავისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ სურს კამერებთან გამოჩენა.


სოფელ ამამლოში ადგილობრივები და სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.


„ჩემი შვილიშვილი უბანზე რომ მივიდა და ხმა მისცა, სოფლის რწმუნებულმა და მისმა შვილმა უთხრეს, გაშალე, გვაჩვენე ხმა, ვის მიეციო. ამან არ აჩვენა, შემდეგ უკან აედევნენ და გზაზე სცემეს. რა უფლება აქვთ მაგათ, ასე მოექცნენ ჩემი ოჯახის წევრს?“ - განაცხადა დაზარალებულის ოჯახის წევრმა. 


rustavi2.ge