გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარნეულში საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

29-11-2018

მარნეულში, სოფელი მირში ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 59-ე უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 6 ხმით აჯობა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციას ოქმის ქსეროასლის გადაღების უფლება არ მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ შემაჯამებელი ოქმის ცესკოში წაღების საშუალებას არ აძლევდა. დაპირისპირება სამართალდამცველებთანაც მოხდა. 

„ოლქში შემოსულია ოქმი, რაზეც დამსწრე კომისიის წევრი, ყველა აწერს ხელს. ოქმის გადაკეთება ორიგინალებს არ ემჩნევა, სხვას ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო კომისიის წევრს მოწერილი აქვს ხელი 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე,“ - განაცხადა #22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ.