გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარება დასჯადი უნდა იყოს

1-12-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის მიერ მარიხუანას მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მარიხუანის მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში იმოქმედებს მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები, რომელსაც პოლიცია ეფექტიანად აღასრულებს.


„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში უნდა არსებობდეს სხვადასხვა და ძალზედ მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები. რა თქმა უნდა, მარიხუანის თრობის ქვეშ დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა და კიდევ ბევრი რამ - ეს ყველაფერი ამ კანონში არის დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია მაქსიმალურად ეფექტიანად აღასრულებს ამ კანონს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.