გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბრიტანელი დიპლომატი: საქართველოს ხელისუფლებას 2008 წელს კატასტროფის მომტანი შეტევა განახორციელა

1-12-2018

ბრიტანელი დიპლომატი, სერ ტონი ბრენტონი საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას 2008 წლის კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს.

მის შესახებ სერ ტონი ბრენტონი ბრიტანულ გამოცემა, «Financial Times»-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:


დასავლეთმა (უკრაინასთან მიმართებაში რედ.) ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამის აშკარა პრეცედენტია საქართველო, რომელმაც, დასავლეთისაგან შეცდომით გამხნევებულმა, კატასტროფის მომტანი შეტევა განახორციელა რუსეთის ძალებზე 2008 წლის აგვისტოში და სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ცხვირი დაუსისხლიანეს“.


სხვათა შორის, იმ დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა დამკვირვებელმა ბრძნულად შენიშნა, რომ მართალია, დასავლეთს თბილისისათვის „მწვანე შუქი არ აუნთია“ შეტევის დაწყების მანიშნებლად, მაგრამ არც „წითელი“ არ უჩვენებიაო“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ უკრაინის დასაცავად რუსეთს ომი გამოვუცხადოთ, მაშინ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენგან გაწეულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ უკრაინას საქართველოს გზით წასვლაზე არ უბიძგოს“, - წერს ტონი ბრენტონი, ყოფილი ელჩი.


P.S. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE