2-12-2018
მეცხოველეობის შესახებ წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია.
ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.