სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენა იწყება

3-12-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ ხობში, ქარიატისა და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერეს.


ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.


როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხვალიდან დაიწყება ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ბიის საბავშვო ბაღის და ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაცია, ხოლო, ქარიატის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხიდის აღდგენამდე (მშენებლობა) ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურებათ.


30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა დააზიანა საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები, ხიდი, ელექტრო გადამცემი ხაზები, სახლები და წააქცია ხეები.


ipn.ge