3-12-2018
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ექსპერტ-კრიმინალისტიკის სამსახურის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს. დღეს დილიდან 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის სავარაუდო საფლავის ძეიბა განახლდა.
წინასწარი ინფორმაციით, გათხრები ამ კარავის ქვეშ დაიწყება. ექსპერტები ტერიტორიას 16 ნოემბრიდან მიწის სკანერით (ე.წ. გეოლოკატორი) ამოწმებდნენ.
21 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ კრიმინალისტები ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე მუშაობენ.
„2004 წელს მომხდარ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა იაგო ნებიერიძე და მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი და აღებული იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიომდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა.“- ამბობს კახაბერ საბანაძე.