გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ორდღიანმა სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა

3-12-2018

ორდღიანმა სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს დაახლოებით მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. იმერეთის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე განმარტავს, რომ სტიქიამ დააზიანა როგორც სახლები, ასევე სავარგულები. გორდილაძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა, სადაც ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.


„გრიგალმა დააზარალა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების, როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო სამეურნეო ნაწილი, ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და კარ-მიდამოს, დაზიანდა სახურავები და საყრდენი კედლები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ყველა დაზარალებულს მიეწოდება გადასახური მასალა.


ზარალის საერთო რაოდენობამ იმერეთის 11 რაიონში შეადგინა 950 000 ლარის ფარგლებში, რაც შეეხება ქუთაისს, მიმდინარეობს ამ დროისთვის ზარალის დათვლა და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა და ამიტომ გრძელდება ამ ზარალის დათვლა და ზუსტი მონაცემები უცნობია", - განაცხადა დავით გორდელაძემ.


ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ ქუთაისის მერიაში. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის დათვლა და მოსახლეობის დახმარება ამ დრომდე გრძელდება და ზუსტი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ipn.ge