გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში აგვისტოს ომის 10 წლისთავისთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართება

3-12-2018

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) გორის ოფისი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთანერთად, გიწვევთ, 5 დეკემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, გორის დემოკრატიის სკოლაში (დურმიშხან ბერუაშვილის ქ.N12) 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციაზე.

10 წელი გავიდა რაც რუსეთის ჯარებმა ღიად და დაუფარავად დაიწყეს საომარი მოქმედებები საქართველოს, სუვერენული სახელმწიფოს, წინააღმდეგდა მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გამოდევნა. ეს ომი განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩვენი რეგიონის, შიდა ქართლის, მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ 10 წლის შემდეგ, მდგომარეობა უცვლელია და უფრო მეტიც, რუსული მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.


· რა ვითარებაა დღეს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ?

· როგორია აგვისტოს ომის შედეგები საქართველოსთვის და რა შეფასებები კეთდება ომიდან 10 წლის თავზე?

· რა საშინაო და საგარეო გამოწვევებია 10 წლის შუალედსა და გრძელვადიან პერსპექტივაში?

· საერთაშორისო ფორმატები, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო და მათ მნიშვნელობა;

· რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა და რუსული პროპაგანდის საფრთხეები;

· რამდენად დაცულები ვართ უსაფრთხოების მხრივ და რა გაკეთდა, ან უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?

· საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა და აღნიშნულ ინსტიტუციებში (NATO, ევროკავშირი) საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელობა;

· სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგია და პერსპექტივა;

· საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ;

· სამოქალაქო საზოგადოების როლი და მონაწილეობის დონე/ხარისხი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.


ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი,  ნინო ბოლქვაძე, რომლის ლექციის შემდგომ გაიმართება დისკუსია.


qartli.ge