გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა

3-12-2018

მიმდინარე წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს ციტრუსის განსაკუთრებულად უხვი და ხარისხიანი მოსავალია, აქტიურად ხორციელდება ექსპორტი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ასევე, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უზბეკეთი და ლატვია.

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. 

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501). 

25 ნოემბრიდან არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.