გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავსა და სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

5-12-2018

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, თელავის ქალთა ოთახის, გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიქეა”/WeCare-ს პროგრამის „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, თელავსა და სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


აღნიშნული ღონისძიებების მიზანი კაცების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ოჯახურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა იყო.


შეხვედრებზე მოეწყო დისკუსია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და კაცების როლზე თანასწორობის მიღწევის პროცესში. ასევე, აღინიშნა ქალთა ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობა, როგორც ოჯახის, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა ღია მხარდაჭერა გამოხატეს კამპანიის მიმართ.


შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.


ipn.ge