გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხობში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

5-12-2018

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლის გადასახური მასალის მიწოდება ეტაპობრივად ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, პარალელურად, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ბიის საბავშვო ბაღის და ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა დააზიანა საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები, ხიდი, ელექტრო გადამცემი ხაზები, სახლები და წააქცია ხეები.


ipn.ge