გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წყალტუბოში ძლიერმა ქარმა სათბურები დააზიანა

5-12-2018

წყალტუბოს რაიონის სოფლებში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

 

მუნიციპლიტეტის ათამდე სოფელში 2 000-მდე რკინისა და ხის კონსტრუქციის სათბური ქარმა დააზიანა.


ადგილობრივები ამბობენ, რომ სასათბურე მეურნეობა ბანკებიდან გამოტანილი სესხებით გამართეს, ახლა კი მოსავლისა და სათბურების განადგურების შემდეგ, ისინი პროცენტის გადახდას ვერ შეძლებენ.

 

" არავინ გამოჩენილა. ახლა რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ყველა აქ იქნებოდა, მერიც და გუბერნატორიც. დღეს კი არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემა, რადგან არჩევნები დამთავრებულია და მათი კანდიდატი უკვე გამარჯვებულია. 2 სათბური მქონდა და ორივე მიწასთან არის გასწორებული. ჩემი მრავალსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარნიკები იყო. რა ვქნა 10 000 ლარიანი სესხი ბანკიდან მაქვს გამოტანილი, რა გავაკეთო,რით დავფარო ეს თანხა?,"- აცხადებს ნანა დათიაშვილი.

 

წყალტუბოს მუნიციალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სათბურები მოსახლეობის კერძო საკუთრებაა და ის ზარალი ადგილობრივებს დაზღვევით აუნაზღაურდებათ, სათბურების გადახურვას კი მერია არ უზრუნველყოფს.


pia.ge