6-12-2018
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. დელეგაციის წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუმრები იანვარში აბაშის მუნიციპალიტეტს ეწვევიან, სადაც დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა.