გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ფოთის პორტი წელს კონტეინერების გადამუშავებით 4-წლიან მაქსიმუმზე გავა

6-12-2018

ფოთის პორტი წელს 360,000 TEU-მდე კონტეინერის გადამუშავებას ელის, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. ნავსადგურის მფლობელი კომპანია APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის კონტეინერების გადამუშავების წლიური გეგმა  უკვე შესრულებულია.


2018 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14.1%-ით გაიზარდა.


გადამუშავებული კონტეინერებიდან 9% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის.


ფოთის პორტში ტვირთების 31,4% იმპორტზე მოდის, 23,2% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 45,4%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.


imedinews.ge