6-12-2018
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თელავში ინაუგურაციის გამართვა სიმბოლურია და იმას მიანიშნებს, რომ იგი საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტია.
„ეს არის სწორედ ამორჩევა იმ ადგილისა, სადაც ნაკლებმა ამომრჩეველმა მომცა ხმა. ეს იმის სიმბოლური დასტურია, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ.
ინაუგურაციისთვის სცენარებზე მუშაობა დღეიდან დაიწყება, რომელიც დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ. სცენარების ვარიანტები უკვე არსებობს და მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარი იყოს, რასაც ევროპულ ფორმად ვთვლი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება. ინაუგურაციის დეკორაციისთვის ორგანული მასალა იქნება გამოყენებული, ფერები კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ტონებში დაიტვირთვება.