გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარისა და ბრანდებურგის საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამუშაო გეგმას ხელი მოეწერა

6-12-2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო და ბრანდენბურგის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ლანდტაგი, ორწლიანი სამუშაო გეგმის ფარგლებში, ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტს, რომელშიც სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი ორწლიანი ერთობლივი აქტივობებია გაწერილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ბრანდებურგის ლანდტაგის პრეზიდენტმა ბრიტა შტარკმა მოაწერეს ხელი.


მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის საკანონმდებლო ორგანოს შვიდკაციანი დელეგაცია, ბრანდებურგელი კანონმდებლები და „ბრანდენბურგ-საქართველოს ურთიერთობის საზოგადოების“ თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი ესწრებოდნენ.


როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დოკუმენტზე ხელის მოწერამდე, ბრიტა შტარკმა ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება მოუწყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის თანამშრომლობაზე.


ipn.ge