გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება

7-12-2018

იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, არასასოფლო–სამეუნრეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს.

აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აბასთუმანში, ყოფილი სანატორიუმის „ცისარტყელას“ მიმდებარედ 5539.00 კვ.მ. ტერიტორია ყიდის. საწყისი ფასი 554000 ლარია. 

"ცისარტყელას" ადგილზე სასტუმრო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ინიციატივით შენდება. ამ კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL–ია. აღნიშნული კომპანია ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. 140–ნომრიანი "პარაგრაფ მერიოტი" დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს.