გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყნის მასშტაბით დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზრდება

7-12-2018

დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით. სამინისტროს ინიციატივით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნისა და გურიის მხარეში პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 69 518 ჰექტრით იზრდება. აღნიშნული კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაცია და, შედეგად, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება. კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ასევე მოხდება ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის ეროვნული პარკი და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თერობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა.


ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს სახელმწიფოს პოლიტიკას ქვეყნაში დაცული ტერიტორიებთან და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან მიმართებაში. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნის კონკრეტული პარკების ბიომრავალფეროვნებას და რომელიმე სახეობის, მათ შორის, ხონთქრის ქათმის გადაშენების მიზეზი შეიძლება გახდეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხონთქრის ქათამზე ნადირობა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია და, შესაბამისად, დასჯადია. ხონთქრის ქათმის, სახეობის გადარჩენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული საშენი მეურნეობა ახორციელებს ხონთქრის ქათმის გამოყვანის პროექტს, შემდგომში მისი ბუნებაში აღდგენის მიზნით“-აცხადებენ სამინისტროში.