გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აბაშაში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

10-12-2018

აბაშაში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დინამიკაში პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება. დაჭრილი პოლიციელი ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება.


შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.


"დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.


 interpressnews.ge