გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას მოითხოვს

10-12-2018

ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, 10 დეკემბრიდან პერმანენტული აქციების დაწყება დააანონსა.


„კახა მახათაძის წინააღმდეგ შვიდ საქმეზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული. ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი", – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.


ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მერს ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. გოგლიჩიძის განცხადებით, მერმა არ შეასრულა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე.


გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, მხარდამჭერებთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.


ipn.ge