12-12-2018
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 29 ნოემბრის N29/11/01 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ, ჩოხატაურის ასეულის 4 მებრძოლი: გელა ბელოუსოვი, მამუკა კალანდაძე, გურამ უჯმაჯურიძე, ზაზა ცინცაძე და ოზურგეთის ბატალიონის 7 მებრძოლი: ბესო ვასაძე, მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, დიმიტრი თალაკვაძე, ხვიჩა ღლონტი, დავით ცანკაშვილი და გოჩა შილაკაძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა _ გია ებრალიძემ და გიორგი თურმანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილემ, მინდიამ ჟღერიამ გადასცეს.
ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, უწყების თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები და ვეტერანები.