გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში, სტალინის გამზირზე, 23-ე კორპუსის ეზო მოასფალტდა

12-12-2018

გორში, სტალინის გამზირზე, 23-ე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო მოასფალტდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.


„სამუშაოების ღირებულებამ 23 922 ლარი შეადგინა. თანხის 90% - 21 530 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.


მიმდინარე წელს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 33 პროექტი განხორციელდა. მათმა საერთო ღირებულებამ 391 465 ლარი, მერიის თანადაფინანსების წილმა კი 352 400 ლარი შეადგინა. თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლებს“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ipn.ge