გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მასშტაბურ აქციას გამართავს

12-12-2018

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.


ვაშაძის განცხადებით, აქცია დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება.


გრიგოლ ვაშაძემ აქვე დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ორ დღეში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვიდეოებს გამოაქვეყნებენ.


„არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 ათასი ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს. რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი... რადგან მათ ყურთ არ იღო ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელში მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია,“ - განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


 ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რათა ხელისუფლების წევრებამდე  გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა მიიტანონ. 


16 დეკემბერს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.  


rustavi2.ge