გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში ტექდათვალიერებისას ის ნივთიერებები, რაც მთავარი დამაბინძურებელია, არ მოწმდება

12-12-2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტექდათვალიერების პუნქტებზე ის ნივთიერებები, რომლებიც ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია, არ მოწმდება.

 

ამ და სხვა ხარვეზების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშში წერს.

 

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ტექნიკური ინსპექტირებისას ბენზინისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვში მხოლოდ ნახშიროჟანგს (CO), დიზელის ძრავიანებში კი კვამლიანობას ამოწმებენ. კვლევის ავტორების თქმით, კი CO ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი ნივთიერება არაა.

 

„ახალციხეში არ ვყოფილვართ, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შვიდი ტექნიკური დათვალიერების პუნქტი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ აზოტის ოქსიდები და ის სხვა ნივთიერებები, რაც ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლებია, არ ამოწმებენ. ეს ხარვეზი არამხოლოდ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, არამედ მთელს ქვეყანაშია“, - ამბობს ნინო ლალიაშვილი.

 

ახალციხის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (PTI) ხარისხის მენეჯერი საშა ზედგინიძე გვიდასტურებს, რომ ინსპექტირებისას ტრანსპორტს მხოლოდ ნახშირორჟანგზე ამოწმებენ: „ეს აპარატურა მხოლოდ CO-ს ამოწმებს, აზოტი და სხვა ნივთიერებები რომ შეამოწმო, მაშინ ლაბორატორიაში უნდა წაიღო, ან სხვა რაიმე სასწაული დანადგარი უნდა დადგა, ასეთი დანადგარი კი საქართველოში არ არის.“

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა იგეგმება. თუმცა, კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო რეფორმის ეფექტიანობის გასაზრდელად და მოხდება თუ არა სამომავლოდ გამონაბოლქვში CO-ს გარდა სხვა დამაბინძურებლების ნივთიერებების შემოწმება, უცნობია.