გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გოჩა ენუქიძე: ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით  რესურსებსა და სარგებელს  გაუმჯობესდეს  მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“

12-12-2018

„ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის   წარმოების ხელშეწყობა ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაუმჯობესებს“  -ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ საქართველოში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის დაწყებას მდგრადი მთის ტურიზმისა  და ორგანული სოფლის მეურნეობის  დასაფინანსებლად  6.8 მლნ ევროს გამოყოფას.


მისი განმარტერბით,  თანხა ზემო სვანეთის, რაჭა - ლეჩხუმის,  ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის განვითარებას ხელს  შეუწყობს. ” 4 წლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და  ერთობლივად დაფინანსებულია ევროკომისიის(3 მილიონი ევრო),  შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ(1 მილიონი ევრო).  პროექტის შემუშავდა  49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად”.


ფრაქციის თავმჯდომარე, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძეს მიაჩნია, რომ  ევროკავშირის, ავსტრიისა და  შვედეთის  სახელმწიფოების ერთობლივი პროგრამა მთის რეგიონებს  განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს,  რათა   არსებული  დადებითი ტენდენციები  სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაორმაგდეს.


„ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს  გააჩნიათ დიდი  პოტენციალი აწარმოონ  ეკოლოგიურად სუფთა და  საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე. ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან ერთად ჩვენს რეგიონებს აქვთ კარგი  შესაძლებლობა  მთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც  ადგილობრივ  ორგანულ პროდუქციას  უხსნის  სარეალიზაციო ბაზარს უცხოეთში.  ეს კი  გვაძლევს ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას,  რაც არის პასუხი  მიგრაციის“- აცხადებს  ენუქიძე.


  სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი  სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.   შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე,  სამთო/სამოგზაურო  გიდების  და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

 

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროექტი საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან,  შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში  მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას გულისხმობს.