გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე: ეკონომიკაში მეტი ადამიანის ჩართვა გვჭირდება და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა

12-12-2018

პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეკონომიკაში სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩერთოს და ვალების განულება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

მისივე თქმით, ვალების განულების ინიციატივა სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამართლიანობით და მასშტაბით, უპრეცედენტოდ დადებითია.

 

“სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამართლიანობით და მასშტაბით, ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი. ამით კიდევ 600 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. მომავალში ჩვენ გვჭირდება სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას უზრუნველყოფს, გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკაში და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ ინიციატივისთვის და ფონდ “ქართუს” უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის,” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.