12-12-2018
გორის ცენტრში, ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში 6 კამერა დამონტაჟდა.
მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მაღაზიების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
,,ღამის საათებში, უსაფრთხოების მიზნით, ეს მიწისქვეშა გადასასვლელი იკეტებოდა. ორი დღეა კამერები ამოქმედდა. ყველა ჩასასვლელში ორი კამერაა“ - აცხადებენ მერიაში.
სტალინის გამზირზე კიდევ ერთი მიწისქვეშა გადასვლელია, რომელიც სპორტსკოლასთან მდებარეობს.
,,რაც შეხება ქალაქში არსებულ მეორე მიწისქვეშა გადასასვლელს, იქაც უკვე დაყენებულია ვიდეო კამერები“ ამბობსპრეს-სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.
სპორტკოლის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას კომპანია „ბიუბიუს“ წარმომადგენლები ახორციელებენ.
,,ღამის საათებში, ეს მიწისქვეშა გადასასვლელი იკეტებოდა. ორი დღეა კამერები ამოქმედდა“ - აცხადებენ მერიაში.