12-12-2018
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge, მონაცემები განახლდა. ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 ათას 420 მსესხებლისა და 695 ათას 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3,148,735,096 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება, აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში
უწყების ცნობითვე, პარალელურ რეჟიმში, სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები კვლავ დაემატება .