| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||
13-12-2018
ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ. ერთ-ერთმა მეშახტემ ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია რა ბედი ელის შახტებს.
გაბუნია ეჭვობს, რომ შესაძლოა შახტები დაიხუროს. შესაბამისად, მიმართავს მთავრობას - აღდგეს მუშაობა და ეტაპობრივად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები.
მეშახტეები სახელმწიფოს ვადას პირველ იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.