გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოზურგეთში ახალგაზრდა ბიჭს ჯიბიდან საფულე ამოაცალეს

13-12-2018

რამოდენიმე წუთის წინ ქურდობის ფაქტი მოხდა ოზურგეთში. ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ იდგა, ჯიბიდან საფულე ამოართვეს. როგორც ის "გურიის მოამბესთან" საუბარში ამბობს, საფულეში 200 ლარი ედო და ის ბათუმში ექიმთან წასვლას აპირებდა.

"თავის ტკივილების გამო, დღეს ბათუმში საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი, აქ ვიდექი და მიკროავტობუსს ველოდებოდი, საფულე შარვლის უკანა ჯიბეში მედო. მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ვაპირებდი შესვლას და ვნახე, რომ ჯიბეში საფულე აღარ იყო".

მისი თქმით, ის აპირებს მიმართოს პოლიციას, რომ მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობაზე არსებული ვიდეო თვალი "გახსნან" და დამნაშავის პოვნაში დაეხმარონ.

guriismoambe.com