14-12-2018
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი - ვანის გზაზე - დილის 7 საათზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 8 ადამიანი დაშავდა.
"ერთ–ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, დანარჩენ შვიდს კი ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აქვთ. მათგან 3 გადაყვანილია ქუთაისში, ცხაკაიას კლინიკაში, დანარჩენი კი თბილისში ინგოროყვას კლინიკაში," – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.