გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით მშპ-ს ზრდის ტემპმა 4,8 პროცენტი შეადგინა

19-12-2018

მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 586,8 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 3,4 პროცენტით. 2018 წლის პირველი სამი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (19,9 პროცენტი), ტრანსპორტი (16,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (15,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (8,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (8,6 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,2 პროცენტი), პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ (5,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა (3,8 პროცენტი). კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-9,2 პროცენტი), სახელმწიფო მმართმთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,1 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი) შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), მშენებლობა (9,4 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,7 პროცენტი).